მატჩის დღე: ბოლნისის სიონი - ვიტ ჯორჯია

03 აგვისტო 2019
შეგახსენებთ, რომ დღეს საფეხბურთო კლუბი თბილისის "ვიტ ჯორჯია" 17:30 საათზე, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონს ესტუმრება, სადაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩს ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, ELIGA.GE და საკაბელო არხი o2 შემოგთავაზებთ.

ურთიერთშეხვედრების ისტორია - დღემდე, "ვიტ ჯორჯია" და "სიონი" ერთმანეთს ოფიციალურად 65-ჯერ შეხვდნენ. "ვეტერინართა" უპირატესობა შემდეგნაირად გამოიყურება: ჩვენმა ბიჭებმა 29 შემთხვევაში გამარჯვების მოპოვება შეძლეს, 21 მატჩი ფრედ დასრულდა, ბოლნისელების აქტივში კი, 15 გამარჯვებაა. ბურთების შეფარდებაც ასევე ჩვენი გუნდის სასარგებლოდ გახლავთ, "ვეტერინარებმა" ბოლნისელთა კარის დალაშქვრა 84-ჯერ შეძლეს, საპასუხოდ კი 56 მიიღეს.
#ღირსებაგვავალდებულებს
უკან დაბრუნება