ზურაბ მუსელიანი: მატჩის წინ

06 აგვისტო 2019

შეგახსენებთ საფეხბურთო კლუბი თბილისის ვიტ ჯორჯია, შაბათს 21:00 საათზე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, 23-ე ტურის მატჩში, ბათუმს უმასპინძლებს. 📺 მატჩის ტრანსლირებას უზრუნველყოფს ELIGA.GE და საკაბელო არხი o2.

მატჩამდე ჩვენი გვერდი, ვიტ ჯორჯიას და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელს, ზურაბ მუსელიანს დაუკავშირდა და ინტერვიუზე დაითანხმა, ვრცლად 👇

"გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ემზადება დინამო ბათუმთან სათამაშოდ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვის ვეთამაშებით, მიუხედავად იმ პრობლემებისა რაც ვიტ ჯორჯიაში განვითარდა სეზონის დასაწყისში, გუნდი იბრძვის და მზად არის თოთოეულ მეტოქეს, ეროვნულ ლიგაში ტოლსწორად ეთამაშოს, დინამო ბათუმი ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია საქართველოში, რაც ცხრილზეც ასახულია, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენთვის დაკარგული არაფერია და ვიტ ჯორჯია ბოლომდე იბრძოლებს ადგილის შესანარჩუნებლად. გულშემატკივარს კი მოვუწოდებ, მოვიდეს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე და მხარი დაუჭიროს ჩვენს გუნდს" 💪

უკან დაბრუნება