ვლადიმერ ხაჩიძესთან კონტრაქტი შეწყდა

04 მარტი 2020
2020 წლის 2 მარტს  სკ ვიტ ჯორჯიას მთავარმა  მწვრთნელმა  ვლადიმერ ხაჩიძემ
გამოთქვა სურვილი  მოქმედი კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე.
 
მისი ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობის მიერ მყისიერად იქნა დაკმაყოფილებული.
 
2020 წლის 3 მარტს, სეზონის გახსით მატჩში, დუშეთის არაგვის წინააღმდეგ, გუნდს ხელმძღვანელობდა მერაბ კოჭლაშვილი.
 
ინფორმაცია ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ  კლუბის მიერ გამოცხადდება უახლოეს დღეებში.
უკან დაბრუნება