თასზე მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

23 ივლისი 2020
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე თბილისის "ვიტ ჯორჯიას" მეტოქე ზესტაფონის "ზესტაფონი" იქნება, ხოლო ვიტ ჯორჯია 2-ის მეტოქე - ხონის "იმერეთი". ვიტ ჯორჯია მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ზუგდიდის "ოდიში 1919-ის" და ჩხოროწყუს "სამეგრელოს" წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. რაც შეეხება ვიტ ჯორჯია 2-ის და "იმერეთის" შორის გამარჯვებული კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ამჟამინდელ ლიდერს - გორის "დილას" შეხვდება.

დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ეტაპის მატჩები 22 აგვისტოს დაიწყება.
უკან დაბრუნება