გამარჯვება შუქურასთან!

18 აგვისტო 2020
 შეხვედრა აქტიურად დაიწყო ჩვენმა გუნდმა, მატჩის დებიუტშივე ქობულეთელთა საჯარიმოში სალუქვაძის აქტიურობას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც გოლად ზურაბ მუსელიანმა აქცია.
შორიდან დაარტყა თორნიკე მუზაშვილმა, ბურთი ქობულეთელმა კიპერმა მოიგერია.
 მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა, 75-ე წუთზე ბარაბაძემ დაარტყა საჯარიმოდან, მალევე იმავე ბარაბაძემ ჯარიმით სცადა გოლის გატანა, ორივე შემთხვევაში გაბრიელ თებიძემ კუთხურზე მოიგერია.
შეხვედრის ბოლო წუთზე ვიტელთა საჯარიმოში ჯეფერსონ ჯერალდომ თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვა, ბურთთან თავადვე მივიდა, მეკარისგან მარჯვენა კუთხეში დაარტყა - გურამ ჩიკაშუამ საიმედოდ ითამაშა და მოიგერია ბურთი -  საბოლოო ანგარიში 1:0

18 აგვისტო. თბილისი - დავით პეტრიაშვილი. 17:30
ვიტ ჯორჯია - შუქურა 1:0
არბიტრი: ირაკლი კვირიკაშვილი
ასისტენტები: არჩილ კოკაია, ზურაბ ტაბაღუა
მეოთხე მსაჯი: მანუ 
გაფრთხილება: თებიძე(11'), კომახიძე(55'), მუზაშვილი(56'), გოგიტიძე(61'), ქისიევი(85'), კაპანაძე(97')
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ჯერალდო(98')
გოლები: მუსელიანი(პენ. 11')

ვიტ ჯორჯია:

ჩიკაშუა, ნაჭყებია(ქისიავი 82'), კაპანაძე, სეხნიაშილი(კაპ.), ბექაური, ბარაბაძე(ბულუხაძე 86'), მუზაშვილი, სალუქვაძე, ზარიძე, მუსელიანი

სათადარიგოთა სკამი:
ისერგიშვილი, ნემსაძე, ტყემალაძე

მთავარი მწვრთნელი: დავით ქოქიაშვილი

შუქურა:
თებიძე, ფარტენაძე, ჩაჩუა, გოგიტიძე, სუხიაშვილი, ექვთიმიშვილი, გურეშიძე, კომახიძე(კაპ.), ჯიქია(კურმაშვილი 63'), ჯინჭარაძე(ჯერალდო 46'), აშორტია(ტატანაშვილი 46')

სათადარიგოთა სკამი:
ტაკიძე, გადრანი, ოლივეირა, ვერულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი




უკან დაბრუნება