ბადრი ტეტუნაშვილი ვიტ ჯორჯიელია

05 თებერვალი 2017

ახალი სეზონიდან ვიტ ჯორჯიას ღირსებას 26 წლის ბადრი ტეტუნაშვილი დაიცავს, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველი გახლავთ.

უმაღლეს ლიგაში ბადრი ტეტუნაშვილის დებიუტი ცხინვალის სპარტაკში, 2010/2011 წლების სეზონში შედგა. ბადრიმ სპარტაკის მაისურით 50 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. 2012/2013 წლების სეზონში კი ბადრიმ ჩვენი გუნდის ფორმა უმაღლესი ლიგის 5, ხოლო საქართველოს თასის გათამაშების 2 შეხვედრაში მოირგო. ტეტუნაშვილმა 2013/2014 წლების სეზონი ბათუმის დინამოში დაიწყო და პირველ ლიგიდან უმაღლესში აღზევებაში ლომის წილი დაიდო. ბადრი ტეტუნაშვილმა ზღვისპირელთა მაისურით 2013/2014 წლების სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანაც მოახერხა. ეროვნული ჩემპიონატის უკანასკნელი ოთხი სეზონი ბადრი ტეტუნაშვილმა ბათუმის დინამოსთან ერთად უმაღლეს ლიგაში გაატარა. 2015/2016 წლების სეზონში ბადრი ტეტუნაშვილმა ვიცე-ჩემპიონის რანგში უეფას ევროპა ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. ბათუმელები ომონია ნიქოზიასთან ორი მატჩის ჯამში 1:2 (1:0, 0:2) დამარცხდნენ. საგულისხმოა, რომ ბადრი ტეტუნაშვილმა ორივე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. დინამოელთა მაისურა ბადრი ტეტუნაშვილმა ყველა ტურნირზე ჯამში 80-ჯერ მოირგო და 9 გოლი გაიტანა.

ტანმაღალი მცველი ვიტ ჯორჯიაში 4 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
უკან დაბრუნება