ვიტ ჯორჯიაში ნიკოლოზ გაბრიჩიძე ითამაშებს

07 თებერვალი 2017
ვიტ ჯორჯიას კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. ჩვენი გუნდის ღირსებას 19 წლის ნიკოლოზ გაბრიჩიძე დაიცავს. იგი უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში უმაღლეს ლიგაში, საფეხბურთო კლუბ ცხინვალში გამოდიოდა. ნიკოლოზ გაბრიჩიძის დებიუტი უმაღლეს ლიგაში 2016 წლის 17 აპრილს შედგა. მისი გუნდი სამტრედიასთან ანგარიშით - 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლი ცხინვალელთა რიგებიდან სწორედ ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გაიტანა.

უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში ნიკოლოზ გაბრიჩიძემ უმაღლეს ლიგაში 10 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.

ნიკოლოზ გაბრიჩიძე ვიტ ჯორჯიაში 13 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
უკან დაბრუნება