ვიტ ჯორჯია შეკრებას თურქეთში გაივლის

07 თებერვალი 2017
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია 2017 წლის პრო-2 ლიგის გათამაშებისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს. ჩვენი გუნდი 8 თებერვალს თურქეთში, კერძოდ კი სიდეში, თბილისი-სტამბული-ანტალიის რეისით გაემგზავრება. საწვრთნელ-მოსამზადებელი შეკრება 23 თებერვლის ჩათლით გასტანს. ვიტ ჯორჯიელები ხუთ ვარსკვლავიან სასტუმრო Linda Resort Hotel-ში დაბინავდებიან.

ჩვენი გუნდი თურქეთში ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.
12 თებერვალი - ლევსკი კარლოვო (ბულგარეთი. 1 ლიგა)
15 თებერვალი - მიეძ ლეგნიცა (პოლონეთი. 1 ლიგა)
17 თებერვალი - მეტოქის ვინაობა დგინდება
20 თებერვალი - მეტოქის ვინაობა დგინდება
22 თებერვალი - ალტაი (ყაზახეთი. უმაღლესი ლიგა)
 
ვეტერინარები შეკრებაზე 31 კაციანი დელეგაციით მიემგზავრებიან, რომელსაც ჩვენი კლუბის მენეჯერი, ირაკლი ხვედელიანი უხელმძღვანელებს.
თურქულ შეკრებას გაივლიან:

მეკარეები: ჯონი შეროზია, ლევან ისერგიშვილი, მამია ტაბეშაძე

მცველები: ოთარ მუხულიშვილი, ბადრი ტეტუნაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, გიგა გურეშიძე, რევაზ ჩიტიშვილი, დათო საჯაია, გოგა დანელია, ზურაბ სეხნიაშვილი

ნახევარმცველები: ირაკლი კამლაძე, გურამ გურეშიძე, გიორგი ვაზაგაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, გიორგი ჭანკოტაძე, შალვა ექვთიმიშვილი, ცოტნე მოსიაშვილი, შოთა დავლაშელიძე

თავდამსხმელები: პაატა ღუდუშაური, კახა კახაბრიშვილი, ზურაბ ღირდალაძე, გოჩა კვარაცხელია
უკან დაბრუნება