ვიტ ჯორჯია II 1:3 მარკ სტარსი II

08 თებერვალი 2017
მარკ სტარსის თასის გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიელებმა მცხეთა პარკზე გამართეს. ჩვენი სარეზერვო გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი გახლავთ,  მარკ სტარსი II დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით - 1:3 დამარცხდა. ვიტ ჯორჯიელთაგან გატანილი გოლით გიორგი გვასალია გამოირჩა. გოლის გატანასთან ახლოს იყო გიორგი თიგიშვილიც, თუმცა მისი დარტყმული პენალტი მეკარემ მოიგერია.

დღევანდელ მატჩში ვეტერინარებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:
ჩიტაძე, ამაშუკელი, მამალაძე, ჭუმბურიძე, ელიზბარაშვილი, თიგიშვილი, როსტიაშვილი, მაზანაშვილი, ზარიძე, კვაშილავა, გვასალია

შეცვლაზე შევიდნენ: სვანაძე, მელიქიდისი, გურასაშვილი, მუსელიანი, ნაჭყებია, ჯამარაული
უკან დაბრუნება