ვიტ ჯორჯიამ თურქული შეკრება დაიწყო

08 თებერვალი 2017
როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია თბილისი-სტამბული-ანტალიის რეისით შეკრებაზე გაემგზავრა. თურქეთის დროით 13:00 საათზე ვეტერინარები ხუთვარსკვლავიან სასტუმრო LINDA RESORT HOTEL-ში დაბანაკდნენ. შეკრების პირველ დღეს, ხმელთაშუა ზღვის ნაპირთან ახლოს, გუნდმა საღამოს ვარჯიში გამართა.

თენგიზ კობიაშვილის შეგირდები ხვალიდან სამჯერადად ივარჯიშებენ. თურქულ შეკრებაზე პირველ სპარინგს კი 12 თებერვალს, ბულგარეთის პირველი ლიგის წარმომადგენელ - ლევსკი კარლოვოსთან გამართავენ.
უკან დაბრუნება