ვიტ ჯორჯიაში გოჩა კვარაცხელია ჩაირიცხა

09 თებერვალი 2017
ვიტ ჯორჯიაში 21 წლის თავდამსხმელი, გოჩა კვარაცხელია ჩაირიცხა. გარდამავალ სეზონში მან პირველი ლიგაში, საფეხბურთო კლუბ გარდაბანში ითამაშა და 12 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა. გოჩა კვარაცხელია 2015/2016 წლების სეზონში ფოთის კოლხეთის ღირსებას იცავდა, უმაღლესი ლიგის 19 თამაშში 3 გოლი გაიტანა.

გოჩა კვარაცხელია ვიტ ჯორჯიაში 14 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
უკან დაბრუნება