ვიტ ჯორჯიაში დავით საჯაია ითამაშებს

10 თებერვალი 2017
ვიტ ჯორჯიას კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. კლუბში 23 წლის დავით საჯაია ჩაირიცხა, რომელიც ამპლუით მარჯვენა მცველი გახლავთ. 2012/2013 წლების სეზონიდან მოყოლებული, დავით საჯაიამ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ხუთი სეზონი დაჰყო. იგი სხვადასხვა დროს რუსთავის მეტალურგის, დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის ღირსებას იცავდა. ეროვნული ჩემპიონატის 2016 წლის პირველი ლიგის გარდამავალ გათამაშებაში დავით საჯაია თერჯოლის საპოვნელაში გამოდიოდა.

ვიტ ჯორჯიაში დავით საჯაია 23 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

უკან დაბრუნება