ვიტ ჯორჯია II - თასზე ალგეთთან, ჩემპიონატში გ ჯგუფში

13 თებერვალი 2017
13 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის თასის შესარჩევი ეტაპების და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით მეოთხე ლიგის ჯგუფების წილისყრა გაიმართა.


ვიტ ჯორჯია II საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში მეორე შესარჩევი ეტაპიდან ჩაერთვება. წილისყრის შედეგად ჩვენს გუნდს მეტოქედ ალგეთი ერგო. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები მარნეულის გუნდს მცხეთა პარკზე 6 მარტს უმასპინძლებენ. სწორედ ეს შეხვედრა გამოარკვევს მესამე ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობას, წარმატების შემთხვევაში ვეტერინარები მესამე ეტაპზე რუსთავი II და ლოკომოტივი II გამარჯებულს შეხვდებიან.


რაც შეეხება რანგით მეოთხე ლიგის წილისყრას, გუნდები ტერიტორიული პრინციპითა და წილისყრით „ა“, „ბ“ და „გ“ ჯგუფებში გადანაწილდნენ. წილისყრის შედეგად ვიტ ჯორჯია II გ ჯფუში მოხვდა.

„გ“ ჯგუფი

35-ე სკოლა
აბული
ვარკეთილი
ვიტ ჯორჯია 2
ვოიაჟი
თბილისი სითი
თორი
ივერია
ლიახვი
ლოკომოტივი 2
მესხეთი
საქ. უნივერსიტეტი
უკან დაბრუნება