ვიტ ჯორჯიაში ალიკო ჩაკვეტაძე ჩაირიცხა

14 თებერვალი 2017
ახალი სეზონიდან საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში 21 წლის ცენტრალური მცველი, ალიკო ჩაკვეტაძე ითამაშებს. იგი უკანასკნელი ხუთი სეზონის განმავლობაში საქართველოს უმაღლეს ლიგაში სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გამოდიოდა. ტანმაღალმა მცველმა თითო სეზონი გორის დილასა და ქუთაისის ტორპედოში გაატარა, ბოლო სამი სეზონი კი ფოთის კოლხეთში ასპარეზობდა. ამ დროის განმავლობაში ჩაკვეტაძემ უმაღლეს ლიგაში 67 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დავით ყიფიანის სახელობის თასზე ჩაკვეტაძემ 9 მატჩი ითამაშა და  1 გოლის გატანა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ალიკო ჩაკვეტაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლდათ. ევროპის 17-წლამდელთა 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩაკვეტაძემ ნაკრებთან ერთად წარმატებით დაასრულა.

ჩაკვეტაძე ვიტ ჯორჯიაში 5 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

უკან დაბრუნება