ვიტ ჯორჯიაში გიორგი ჭანკოტაძე ჩაირიცხა

17 თებერვალი 2017
ჩვენი კლუბის ღირსებას 25 წლის შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჭანკოტაძე დაიცავს. მისი დებიუტი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2009/2010 წლების სეზონში შედგა და მას შემდეგ ზედიზედ 8 გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. პროფესიული საფეხბურთო კარიერა გიორგი ჭანკოტაძემ ზესტაფონში დაიწყო, სადაც იგი საქართველოს ჩემპიონი (2010/2011 წლების სეზონი) და საქართველოს სუპერთასის მფლობელი (2012/2013 წლების სეზონი) გახდა.

გიორგი ჭანკოტაძეს ქვეყნის უპირველეს ლიგაში 92 თამაში აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 14 გოლი აქვს გატანილი. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე კი 10 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

გარდამავალი სეზონი, მან თერჯოლის საპოვნელაში ჩაამთავრა, სადაც 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

გიორგი ჭანკოტაძე ვიტ ჯორჯიაში 18 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
უკან დაბრუნება