ჩვენი მეტოქე - ნეფტეხიმიკი

19 თებერვალი 2017
თურქულ შეკრებაზე მყოფი ვიტ ჯორჯია, მორიგ საკონტროლო შეხვედრას რუსული ნეფტეხიმიკის წინააღმდეგ გამართავს.

მოახლოებულ მატჩამდე წარმოგიდგენთ ჩვენს სპარინგ-მეტოქეს.

საფეხბურთო კლუბი ნეფტეხიმიკი ქალაქ ნიჟნეკამსკში 1991 წელს დაარსდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს ამავე სახელწოდების სტადიონზე ატარებს, რომელიც 3200 მაყურებელს იტევს. წლებია ნეფტეხიმიკი რუსეთის პირველ ლიგაში გამოდის.

აღსანიშნავია, რომ წლების წინ ნეფტეხიმიკში გიორგი ჯანელიძე გამოდიოდა, რომელსაც ვიტ ჯორჯიას ერთგული ქომაგისთვის დიდი წარდგენა არ სჭირდება.

ნეფტეხიმიკს არსებობის 26 წლიან ისტორიაში განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

რუსული კლუბის შემადგენლობაში ხუთი ლეგიონერი ირიცხება. აქედან ოთხი უკრაინელი, ერთი კი ქართველი - მამუკა კობახიძე.

ვიტ ჯორჯიასა და ნეფტეხიმის შორის მატჩი 20 თებერვალს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.
უკან დაბრუნება