ვიტ ჯორჯია VS სამგურალი - ურთიერთშეხვედრების ისტორია

28 თებერვალი 2017
2017 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას ვიტ ჯორჯია საკუთარ მოედანზე, წყალტუბოს სამგურალის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი, მცხეთა პარკზე, 4 მარტს 15:00 საათზე გაიმართება. მოახლოებულ მატჩამდე გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას, რომელიც სათავეს 1997 წლიდან იღებს.

პირველი შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და სამგურალს შორის 1997 წლის 12 ნოემბერს გაიმართა. უმაღლესი ლიგის XIII ტურში ვეტერინარებმა მეტოქეს მშრალი ანგარიშით - 2:0 სძლიეს. უკანასკნელად ჩვენი გუნდი წყალტუბოელებს 2016 წლის 20 მარტს დაუპირისპირდნენ. პირველი ლიგის XXIII ტურის მატჩში ვიტ ჯორჯიამ მეტოქე გასვლაზე 1:0 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი პაატა ღუდუშაურმა 92-ე წუთზე გაიტანა.

ვიტ ჯორჯია და სამგურალი ერთმანეთს სულ 12 ოფიციალურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 9 შემთხვევაში იმარჯვა, 1 თამაში ფრედ, 2 კი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა. ბურთების შეფარდება 21:11 გახლავთ.
უკან დაბრუნება