ვიტ ჯორჯია თასზე მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება

07 მარტი 2017
7 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 20 კლუბის გარდა მესამე შესარჩევი ეტაპის მონაწილე გუნდებმაც მიიღეს. კენჭისყრის შედეგად, 1/16 ფინალურ ეტაპზე საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას მეტოქედ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და სუპერთასის უკანასკნელი გათამაშების გამარჯვებული - სამტრედია ერგო. მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობას ერთი მატჩი გამოარკვევს, რომელიც ვიტ ჯორჯიელთა საშინაო არენაზე 15 მარტს გაიმართება.
უკან დაბრუნება