11 მარტი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში

08 მარტი 2017
ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია სტუმრად, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ 11 მარტს გამართავს. მოახლოებული შეხვედრის წინ გადახედოთ ვეტერინართა ისტორიას.

11 მარტს ჩვენ გუნდს ორი ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული. 2000 წელს, უმაღლესი ლიგის საჩემპიონო ჯგუფის მეორე ტურში ვიტ ჯორჯიამ ბოლნისის სიონს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი რევაზ გოცირიძემ გაიტანა.
ჩვენმა გუნდმა 11 მარტს უკანასკნელად 2006 წელს ითამაშა. უმაღლესი ლიგის XVIII ტურის შეხვედრაში ვეტერინარები შინ თელავის კახეთს დაუხვდნენ და მეტოქე 1:0 დაამარცხეს. გატანილი გოლით დავით დიღმელაშვილი გამოირჩა, რომელიც ამჟამად ვიტ ჯორჯიელთა მწვრთნელი გახლავთ.
უკან დაბრუნება