15 მარტი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში

13 მარტი 2017
15 მარტს ვიტ ჯორჯია საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრას სამტრედიის წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებული თამაშის წინ, გადავხედოთ ჩვენი კლუბის ისტორიას.

15 მარტს ვეტერინარებს ორი ოფიციალური შეხვედრა აქვთ გამართული. 2006 წელს გასვლით შეხვედრაში ვიტ ჯორჯიამ საფეხბურთო კლუბი თბილისი 1:0 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი დავით დიღმელაშვილმა გაიტანა.

2016 წლის 15 მარტს ვიტ ჯორჯიამ მცხეთაში ჩხოროწყუს სამეგრელოს უმასპინძლა და ზურაბ ღირდალაძის ჰეთთრიქით მეტოქეს 3:0 მოუგო. 
უკან დაბრუნება