ვიტ ჯორჯია VS სამტრედია - ურთიერთშეხვედრების ისტორია

13 მარტი 2017
15 მარტს საქართველოს თასის 1/16 ფინალში ვიტ ჯორჯია მცხეთა პარკზე სამტრედიას უმასპინძლებს. მოახლოებული შეხვედრის წინ გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

ვიტ ჯორჯია და სამტრედია ერთმანეთს 16 ოფიციალურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. საიდანაც ჩვენმა გუნდმა მეტოქის დამარცხება 10 შემთხვევაში მოახერხა, 2 მატჩი ფრედ, 4 კი სამტრედიელთა გამარჯვებით დასრულდა. ბურთების შეფარდება ვეტერინართა სასარგებლოდ 27:12-ზე არის.

ვიტ ჯორჯიელებმა 2000 წლის 29 ნოემბერს სამტრედია დიდი სხვაობით - 4:0 დაამარცხეს. აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ლევან მელქაძემ, თითო ბურთი კი დავით დიღმელაშვილმა და ლაშა ნოზაძემ გაიტანეს. ვეტერინარებს სამტრედიელთა კარში ოთხი ბურთი კიდევ ორ შეხვედრაში აქვთ გატანილი. 1998 წლის 24 აგვისტოს ვიტ ჯორჯიამ სამტრედიელებს უმასპინძლა და 4:1 (გოლები: ვლადიმერ გოჩაშვილი - 2, ლაშა ნოზაძე, გიორგი გვაზავა) მოუგო, 2010 წლის 29 აგვისტოს კი რუსთავში, ფოლადის სტადიონზე სტუმრად ჩამოსულ სამტრედიას 4:2 (გოლები: ვახტანგ კვარაცხელია - 2, ჯაბა ლიპარტია, ბექა ზაქრაძე) აჯობა.

უკანასკნელი მატჩი ვიტ ჯორჯიასა და სამტრედიას შორის 2016 წლის 9 ოქტომბერს შედგა. მცხეთა პარკზე გამართული ამხნაგური შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. გამარჯვების მომტანი გოლი პაატა ღუდუშაურმა შეხვედრის 28-ე წუთზე გაიტანა. მატჩის 56-ე წუთზე კი ცოტნე მოსიაშვილმა პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა.
უკან დაბრუნება