U-19 ლიგა. ვიტ ჯორჯია 0:0 საბურთალო

14 მარტი 2017
საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე გამართა. მცხეთა პარკზე მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა საბურთალოს თანატოლთა გუნდს უმასპინძლეს. მატჩი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

თამაში ვიტ ჯორჯიელთა მცირედი უპირატესობით მიმდინარეობდა. ჩვენი გუნდის შეტევებს საბურთალოელები ხშირად ჯარიმის ხარჯზე აჩერებდნენ. შეხვედრის მეორე წუთზე საბურთალოელთა კარს ნიკოს მელიქიდის დაემუქრა, რომლის დარტყმულიც მცირედით ასცდა სამიზნეს. მატჩის მეოთხე წუთზე გიორგი თიგიშვილმა კუთხურიდან პირდაპირ საჯარიმოში ჩააწოდა, სტუმართა მეკარე, გოგა ნასყიდაშვილი, გამოსვლაზე შეცდა, მცველების მიერ მოგერიებული ბურთი კი გიორგი თაგვაშვილს მიუვიდა, რომლის დარტყმულიც მეკარემ განმეორებითი ცდით დაიმორჩილა. დაპირისპირების 24-ე წუთზე საბურთალოს 19-წლამდელთა გუნდმა საკმაოდ სახიფათო იერიში აწარმოა, დამასრულებელ ფაზაში კი რევაზ სალუქვაძემ ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა და კარს საკმაო მანძილით ააცილა.

მეორე ტაიმში ვიტ ჯორჯიელები არაერთხელ დაემუქრნენ საბურთალოელთა კარს. შეხვედრის 47-ე წუთზე გიორგი თაგვაშვილის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ საბურთალოს კარის მიმართულებით ბექა გურასაშვილმა თავით დაარტყა, თუმცა ბურთის დაჭერა მეკარეს არ გასჭირვებია. დაპირისპირების 53-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ მახვილი კუთხიდან დაარტყა ვიტ ჯორჯიელთა კარისკენ და საკმაო მანძილით ააცილა. მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა, მამია ტაბეშაძემ, საკმაოდ რთული დარტყმული მოიგერია. მან ნიკა ტოკლიკიშვილის დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ჯაბა მენაბდიშვილმა თავი დაახვედრა, საბურთალოელთა კარისკენ დაარტყა კიდეც, მაგრამ ააცილა.

ვიტ ჯორჯია U-19 0:0 საბურთალო U-19
 
ვიტ ჯორჯია U-19: ტაბეშაძე, მენაბდიშვილი, ამაშუკელი, ჭუმბურიძე, გურასაშვილი, მეტრეველი, თიგიშვილი, ჯამარაული (მელქაძე 67’), მელიქიდისი, თაგვაშვილი (ნაჭყებია 78’), მუსელიანი (ბუზარიაშვილი 67’)

საბურთალო U-19: ნასყიდაშვილი, ტაბატაძე, ბუიღლიშვილი, შიხაშვილი, მჭედლიშვილი, მარტყოფლიშვილი, პაპიაშვილი, კაპანაძე, მუჯირი (ტოკლიკიშვილი 65’), ფილფანი, სალუქვაძე (გოგობერაშვილი 46’)

გაფრთხილება: მელიქიდისი, გურასაშვილი - მჭედლიშვილი, ბუიღლიშვილი
უკან დაბრუნება