ვიტ ჯორჯია VS გაგრა - ურთიერთშეხვედრების ისტორია

17 მარტი 2017
ეროვნული ლიგა ორის III ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია საფეხბურთო კლუბ გაგრას წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებულ მატჩამდე გადავხედოთ ურთიერთშეხვედრების ისტორიას, რომელსაც ცხრა წლიანი ისტორია გააჩნია. 19 ოფიციალური მატჩიდან ვეტერინარებმა მეტოქე 12-ჯერ დაამარცხეს, 3 თამაში ფრედ, 4 კი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.
 
უკანასკნელი შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და გაგრას შორის 2016 წლის 4 ნოემბერს შედგა. ჩვენმა გუნდმა მცხეთა პარკზე მეტოქე 5:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩშკი გაგრელთა კარში გოლები შოთა დავლაშელიძე, პაატა ღუდუშაურმა, გურამ გურეშიძემ, გიგა გურეშიძემ და კახა კახაბრიშვილმა გაიტანეს.
უკან დაბრუნება