19 მარტი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში

17 მარტი 2017
19 მარტს ვიტ ჯორჯია საქართველოს ეროვნული ლიგა ორის III ტურის შეხვედრას გაგრას წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებული თამაშის წინ, გადავხედოთ ჩვენი კლუბის ისტორიას.

19 მარტს ვეტერინარებს ორი ოფიციალური შეხვედრა აქვთ გამართული. 1998 წელს გასვლით შეხვედრაში ვიტ ჯორჯია საფეხბურთო კლუბ მერანი-91 დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

2010 წლის 19 მარტს ვიტ ჯორჯიამ რუსთავში, ფოლადის სტადიონზე ზუგდიდის ბაიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. ვეტერინართაგან ორივე გოლი გიორგი ვასაძემ გაიტანა.
უკან დაბრუნება