ვიტ ჯორჯია -:- გაგრას გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის

17 მარტი 2017
19 მარტს, ეროვნული ლიგა ორის მესამე ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯია მცხეთაში გაგრას დაუპირისპირდება. ხსენებულ მატჩს გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას კ. სადილიანი და დ. ახვლედიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი დ. ფიფია შეასრულებს.

უკანასკნელი მატჩი, რომელიც გოგა კიკაჩეიშვილმა იმსაჯა ვიტ ჯორჯიას მონაწილეობით, ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გასული წლის 29 ოქტომბერს ვიტ ჯორჯიელები ჭიათურაში ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდნენ და მეტოქე მშრალი სხვაობით - 3:0 დაამარცხეს. მეტოქის კარში გოლები გურამ გურეშიძემ, ერეკლე ლებანიძემ და ზურაბ ღირდალაძემ გაიტანეს.
 
უკან დაბრუნება