ჭაბუკთა ლიგა - მარცხი საგურამოში, გამარჯვებები საჩხერეში

18 მარტი 2017
დღეს, ვიტ ჯორჯიას ჭაბუკთა გუნდებმა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრები გამართეს.

ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდი სტუმრად, ლოკომოტივს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. შეხვედრის პირველ ნახევარში მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებს რამდენჯერმე მიეცათ ლოკომიტივის კარში გოლის გატანის შესაძლებლობა. დაპირისპირების მეათე წუთზე ირაკლი ზარიძის თავური დარტყმის შემდეგ მასპინძლეთა კიპერმა, ლაშა-გიორგი გურგენიძემ ბურთი ცხრიანიდან ჩამოხსნა. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდის კარის გადარჩენა არაერთხელ მოუხდა მამია ტაბეშაძეს. შეხვედრის 63-ე წუთზე ჩვენმა კიპერმა პირისპირ გასულ ლევან გრძელიძეს აუღო, ორ წუთში კი ასევე ერთი-ერთზე დარჩენილ თორნიკე მუზაშვილს აჯობა. მატჩის 74-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი თორნიკე მუზაშვილმა გაიტანა. დარჩენილ დროში, ვიტ ჯორჯიელის უამრავი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.

19-წლამდელთა ლიგა
ლოკომოტივი 1:0 ვიტ ჯორჯია
გოლი: მუზაშვილი

ლოკომოტივი: გურგენიძე, ჯაფარიძე, ძებნიაური, ცერცვაძე, ნიკოლეიშვილი, შეწირული, გრძელიძე (გაბუნია 77’), ანდრონიკაშვილი, ოზბეთელაშვილი (მუზაშვილი 60’), ვარძელაშვილი (ობოლაძე 60’), ბუღრიძე
ვიტ ჯორჯია: ტაბეშაძე, ჭუმბურიძე, ამაშუკელი (მენაბდიშვილი 53’), მამალაძე, მეტრეველი, ჯამარაული, მელიქიდისი, გურასაშვილი, ზარიძე (თაგვაშვილი 68’), მუსელიანი, ბუზარიაშვილი (ნაჭყებია 31’)
 

 
ვიტ ჯორჯიას 17-წლამდელთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც გოჩა ერაძე გახლავთ, გასვლით შეხვედრაში საჩხერის ჩიხურას 2:0 მოუგო. მეტოქის კარში გოლები გოგა ხულორდავამ და დასიმ კოტოიანმა გაიტანეს.

17-წლამდელთა ლიგა
ჩიხურა 0:2 ვიტ ჯორჯია
გოლი: ხულორდავა, კოტოიანი

ჩიხურა: გიორგი კაპანაძე, სივსივაძე, ჭიღლაძე, ლევან კაპანაძე (შავაძე, 73’), ნადირაძე (ნიკოლოზ დიდბერიძე 65’), იაკობ ნოზაძე (გიორგი ნოზაძე 41’), ვალერი დიდბერიძე, აბაშიძე (შამანაძე 41’), კილაძე, ქამუშაძე (გაფრინდაშვილი 75’), სირაძე
ვიტ ჯორჯია: ჩიტაძე, ბერიძე (თაგვიაშვილი 77’), მაისურაძე, მუშკუდიანი, აბდუშელიშვილი, კოტოიანი (ტყეშელაშვილი 70’), ყურაშვილი (ვერძეული 45’), წილოსანი (ხელაძე 40’), ჩიტაშვილი, თინეიშვილი (გორგიაშვილი 74’), ხულორდავა
 


ვიტ ჯორჯიას 15-წლამდელთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ზაზა დიდებაშვილი გახლავთ, სტუმრად საჩხერის ჩიხურას თანატოლთა გუნდი 1:0 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი ზაქრო მირზიაშვილმა გაიტანა.

15-წლამდელთა ლიგა
ჩიხურა 0:1 ვიტ ჯორჯია
გოლი: მირზიაშვილი

ჩიხურა: კუსიანი, ბუღაძე, გიორგი ასანიძე, დემეტრაშვილი (ბულიაშვილი 41’), ხიხაძე, სანდრო ასანიძე (კვიჟინაძე 25’), შარვაძე, შუბითიძე, მჭედლიშვილი, ხვედელიძე (ხარაიშვილი 47’), აბჟანდაძე
 
ვიტ ჯორჯია: ბესელია, კარანაძე, გელიაშვილი, მაისურაძე (ტეფნაძე 36’) (მალაციძე 60’), მახათაძე, ბექაური, ყენია, მირზიაშვილი, გუზიტაშვილი, ბეროზაშვილი, ვეშაპიძე (კიკნაძე 33’)
 
უკან დაბრუნება