ვიტ ჯორჯია 0:4 გაგრა [ფოტო+ვიდეო]

19 მარტი 2017
დღეს, მცხეთა პარკზე, ეროვნული ლიგა ორის III ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯია. ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო კლუბ გაგრას უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა. დღევანდელ მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და ვიცე პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი - ზაზა დოლიძე ესწრებოდნენ.
 
საწყისი წუთები ვიტ ჯორჯიელთა უპირატესობით დაიწყო. თენგიზ კობიაშვილის შეგირდებ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას სწრაფადვე დეუფლნენ. დაპირისპირების მეცამეტე წუთზე, სტუმართა პირველივე იერიში გოლით დასრულდა, შეტევის მარცხენა ფლანგიდან სიღრმისკენ გაკეთებულ გამჭოლ გადაცემას გიორგი ქურდაძე დაუხვდა, რომელმაც ძლიერ დაარტყა და გაიტანა - 0:1. სამ წუთში სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი კარისკენ შეტევაში ჩართულმა გაგრელებმა კარისკენ გაგზავნეს, ჩვენი გუნდის მეკარემ, ჯონი შეროზიამ, ბურთის დამორჩილება ვერ მოახერხა, ხელიდან გაუვარდა და სტუმრებმა იხეირეს. გოლი ზვიად ქანთარიამ გაიტანა - 0:2. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ვეტერინარებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს. თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ზურაბ ღირდალაძე მეტოქის კარს ააცილა.

მეორე ტაიმის სტარტზე, 50-ე წუთზე, გურამ გურეშიძის შორეული დარტყმული მცირედით ასცდა მეტოქის კარს. სამ წუთში გაგრელთა მეკარემ, გიორგი ნადირაძემ, შალვა ექვთიმიშვილის დარტყმული ბურთი მოიგერია. დაპირისპირების 60-ე წუთზე ახლო მანძილიდან ეფექტური დარტყმით შოთა დავლაშელიძე შეეცადა მეტოქის კარის აღებას და სამიზნეს მცირედით ააცილა. შეხვედრის 62-ე წუთზე გიორგი ქურდაძემ გაგრელთა მორიგი შეტევა გოლით დაასრულა - 0:3. ვიტ ჯორჯიელებს ანგარიშში სხვაობის შემცირების შესაძლებლობა 82-ე წუთზე მიეცათ, როდესაც გიორგი ჭანკოტაძემ მეტოქის კარისკენ ახლოდან დაარტყა, მაგრამ ააცილა. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე, მსაჯმა გაგრელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად ნიკოლოზ ჯიშკარიანმა აქცია - 0:4.

ვიტ ჯორჯია 0:4 გაგრა
გოლები: 0:1 გიორგი ქურდაძე (13’) 0:2 ქანთარია (16’) 0:3 გიორგი ქურდაძე (62’) 0:4 ჯიშკარიანი (პენ. 90’)
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ღირდალაძე 45’
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, ტეტუნაშვილი (საჯაია 54’), ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, გიგა გურეშიძე (კახაბრიშვილი 69’), ექვთიმიშვილი (მოსიაშვილი 63’), გურამ გურეშიძე, დავლაშელიძე, ჭანკოტაძე, ღუდუშაური, ღირდალაძე

გაგრა: ნადირაძე, ლუცენკო, ლევან ქურდაძე, გეთიაშვილი, ჯიშკარიანი, კიკნაძე (ღიბრაძე 85'), გვაზავა, კახიანი, გიორგი ქურდაძე, ქანთარია (გაფრინდაშვილი 59’), ხინთიბიძე (გიორგი ტყეშელაშვილი 72’)

გაფრთხილება: ჩიტიშვილი, დავლაშელიძე, გურამ გურეშიძე - გვაზავა


 
უკან დაბრუნება