ვიტ ჯორჯია II საგურამოში დამარცხდა

28 მარტი 2017
დღეს, ვიტ ჯორჯია II რეგიონული ლიგის გ ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა გამართა. მერაბ კოჭლაშვილის გაწვრთნილი გუნდი ლოკომოტივი II საგურამოში დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით - 1:3 დამარცხდა.

ანგარიში მასპინძლებმა დაპირისპირების 23-ე წუთზე გახსნეს. გოლი საკუთარ აქტივში ლაშა-გიორგი ობოლაძემ მიითვალა. მეორე ტაიმის დებიუტში, 52-ე წუთზე, ლოკომოტივის ფეხბურთელებმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. გოლი ამჯერად თორნიკე მუზაშვილმა გაიტანა. ორ წუთში ვეტერინარებმა კიდევ ერთი ბურთი გაუშვეს, მასპინძელთაგან გატანილი გოლით გიორგი წულეისკირი გამოირჩა. შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ჩვენმა ფეხბურთელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს. ლოკომოტივის კარში ბექა გურასაშვილის გადაცემის შემდეგ გოლი გიორგი თიგიშვილმა გაიტანა.

ლოკომოტივი II 3:1 ვიტ ჯორჯია II
გოლები:
1:0 ობოლაძე (23') 2:0 მუზაშვილი (52') 3:0 წულეისკირი (54') 3:1 თიგიშვილი (80')

ლოკომოტივი II: შეროზია, ჯაფარიძე (გელაშვილი 60'), ჭურღულაშვილი, ფიფია (გურგენიძე 67'), ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, მუზაშვილი (გაბუნია 62'), ობოლაძე, ოზბეთელაშვილი, ვარძელაშვილი, წულეისკირი

ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი, დანელია, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, მუხულიშვილი, კამლაძე, კვაშილავა (მამალაძე 46'), თიგიშვილი, ზარიძე (მუსელიანი 65'), გურასაშვილი (ნაჭყებია 86'), გვასალია

გაფრთხილება: დანელია
 
უკან დაბრუნება