31 მარტი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში

30 მარტი 2017
31 მარტს ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგა ორის მორიგი ტურის შეხვედრას ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებული თამაშის წინ გადავხედოთ ჩვენი გუნდის ისტორიას.

ვეტერინარებს 31 მარტს სამი ოფიციალური შეხვედრა აქვთ გამართული. საიდანაც ერთი თამაში ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ორი კი ფრედ დასრულდა.

2001 წელს ვიტ ჯორჯიამ უმაღლესი ლიგის XXII ტურის შეხვედრაში ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. აღნიშნული მატჩი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

2002 წელს ვეტერინარებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ. უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის პირველი ტურის მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა.

2007 წელს ვიტ ჯორჯიამ უმაღლესი ლიგის XVIII ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივს უმასპინძლა და მეტოქე მშრალი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა.
უკან დაბრუნება