ვიტ ჯორჯია VS მერანი - ურთიერთშეხვედრების ისტორია

04 აპრილი 2017
ხვალ, 5 აპრილს, ეროვნული ლიგა ორის V ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია საკუთარ მოედანზე გამართავს. მცხეთა პარკზე ჩვენი გუნდი მარტვილის მერანს უმასპინძლებს. დაპირისპირება, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება, ტურის ცენტრალურ შეხვედრად მიიჩნევა. მოახლოებული მატჩის წინ, გადავხედოთ ვიტ ჯორჯიასა და მერანის ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

2008 წლიდან დღემდე, ვიტ ჯორჯია და მერანი ერთმანეთს 16 ოფიციალურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, საიდანაც 7 მატჩი ვიტ ჯორჯიელთა გამარჯვებით, 5 ფრედ, ხოლო 4 თამაში მოწინააღმდეგ გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. ბურთების შეფარდება ვეტერინართა სასარგებლოდ 18:12 გახლავთ.

უკანასკნელი შეხვედრა ვიტ ჯორჯიასა და მარტვილის მერანს შორის 2015 წლის 22 თებერვალს მცხეთა პარკზე შედგა. უმაღლესი ლიგის XVI ტურის მატჩი უხვგოლიანი გამოდგა, სადაც საყაიმო ანგარიში - 2:2 დაფიქსირდა.
უკან დაბრუნება