ვიტ ჯორჯია -:- მერანს ლაშა სილაგავა განსჯის

04 აპრილი 2017
5 აპრილს, მცხეთა პარკზე, მეხუთე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ვიტ ჯორჯია მარტვილის საფეხბურთო კლუბ მერანს უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩს ლაშა სილაგავა განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ლ. თოდრია და ა. ჟივიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი შ. ქუხილავა შეასრულებს.

ვიტ ჯორჯიას მონაწილეობით ლაშა სილაგავამ უკანასკნელად 2016 წლის 5 ოქტომბერს იმსაჯა. ჩვენმა გუნდმა გასვლით მატჩში ვანის სულორს 1:0 სძლია, სადაც გამარჯვების მომტანი გოლი შოთა დავლაშელიძემ გაიტანა.
უკან დაბრუნება