5 აპრილი ვიტ ჯორჯიას ისტორიაში

04 აპრილი 2017
5 აპრილს ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგა ორის მორიგ კალენდარულ შეხვედრას, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებული თამაშის წინ გადავხედოთ ჩვენი კლუბის ოც წლიან ისტორიას.

ვეტერინარებს 5 აპრილს ორი ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული და ორივე შემთხვევაში გამარჯვებული ჩვენი გუნდი გამოვიდა.

2006 წელს ვიტ ჯორჯიამ საფეხბურთო კლუბ ამერს უმასპინძლა და უმაღლესი ლიგის XXIII ტურის შეხვედრაში მეტოქეს ორი ბურთის სხვაობით - 3:1 სძლია.

2008 წელს ვიტ ჯორჯიამ უმაღლესი ლიგის XX ტურის შეხვედრაში საკუთარ კედლებში თბილისის მერანის წინააღმდეგ გამარჯვება იზეიმა. ჩვენმა გუნდმა მეტოქე მშრალი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა.
უკან დაბრუნება