პრეზიდენტი

გურამ რუხაძე
პრეზიდენტი
დაბადების თარიღი:  15.04.1961

1978 წელს დაამთავრა თბილისის 31-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა საქართველოს ზოოვეტ ინსტიტუტში, სადაც წარჩინებული სწავლა 1983 წელს  წითელი დიპლომით დაუფასეს.

1984 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვში, ექსპერიმენტალური ვეტერინარიის საკავშირო ინსტიტუტში.

1987 წელს იმავე ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. გურამ რუხაძე აგრძელებდა სამეცნიერო საქმიანობას და 1990 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა მოსკოვის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში. უნდა აღინიშნოს, რომ ის  არ ყოფილა კომკავშირის და კომპარტიის წევრი და მიუხედავად ამისა მაინც წარმატებული გახლდათ სამეცნიერო სარბიელზე.

სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად გურამ რუხაძემ 1988 წელს დაიწყო ბიზნესი - შექმნა კომპანია ვიტ ჯორჯია.

1991 წელს საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში.

1997 წელს შექმნა საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია, 1998 წელს ამ კლუბმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაიკავა მორკინალი-კოდაკოს ადგილი და მას შემდეგ საქართველოს ტოპ-დივიზიონში უწყვეტად ასპარეზობს.

გურამ რუხაძე არის კომპანია ვიტ ჯორჯიას და ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი და მფლობელი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

Guram.Rukhadze@witgeorgia.ge