სტადიონი მცხეთა პარკი » FC Wit Georgia
   მთავარი გვერდი
   
                   Facebook  Youtube.Com  

 English

გაფართოებული ძიება პორტალზე

ამოირჩიეთ ძიების ენა
     

 

 
 

სტადიონი მცხეთა პარკი

   
 
 
 
სრული სახელი: მცხეთა პარკი
წინა სახელები: არმაზი
მდებარეობა: მცხეთა, საქართველო.
კოორდინატები: 41°50'50"N 44°43'16"E
აღდგა: 2011 წელი
მესაკუთრე: ვიტ ჯორჯია
საფარი: ხელოვნური
ტევადობა: 2,000


სტადიონი მცხეთა პარკი - სპორტული სტადიონი მცხეთაში, საქართველო. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის „ვიტ ჯორჯიას“ საშინაო მოედანი. იტევს 2,000 მაყურებელს.

სტადიონის რეკონსტრუქცია

2010 წლამდე იტევდა 3 000 მაყურებელს, რადგან იყო ხის გრძელი სკამები, ხელოვნური საფარის ნაცვლად იყო ბუნებრი, რომელიც ბოლო პერიოდში ცუდ მდგომარეობაში იყო, რის გამოც 2008-2009 წლის სეზონისთვის ფეხბურთის პროფესიონალურმა ლიგამ არ დართო მატჩიბის გამართვის ნება „ვიტ ჯორჯიას“. 2009 წლის ივნისს „ვიტ ჯორჯიასა“ და ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ხელი მოაწერეს „ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა, შეთანხმების მიხედვით ფეხბურთის ფედერაცია მოედნის საფრის დაგების ვალდებულებას იღებდა, რომელსაც უეფა გზავნიდა საქართველოში პროგრამა "ჰეთთრიკის" ფარგლებში, ხოლო კლუბის მხარემ ვალდებულება აიღო გასახდელების, ტრიბუნის და მესერის რეაბილიტაციის. მინდვრის დაგება დროში გაიწელა, მისი მიზეზი იყო ფეხბურთის ფედერაციაში მომხდარი ცვლილებები, თუმცა 2010 წელს დაიგო ხალიჩა, რომელზეც ქვიშა და კაუჩუკი მოგვიანებით 2011 წელს დაიყარა. ტრიბუნაზე დამონტაჟდა ინდივიდუალური სკამები, რომლებიც „ვიტ ჯორჯიას“ ტრადიციულ ფერებში, თეთრსა და მწვანეშია, გარემონტდა და თავიდან გადაიხურა ვიპ-ლოჟა, სადაც დამონტაჟდა ტყავის სკამები, ხოლო მის ქვემოთ პრეს ლოჟა განლაგდა, სტადიონზე მუშაობს უკაბელო ინტერნეტი. განახლებული მცხეთა პარკი გაიხსნა 2011 წლის 6 აგვისტოს, სადც ერთმანეთს შეხვდენენ „ვიტ ჯორჯია“ და გორის „დილა“, თამაში მასპინძელთა უპირატესობით 4-3 დამთავრდა.

სტადიონის რეკონსტურუქციის პროექტი ამით არ დასრულებულა, გეგმაშია განათების სისტემის დამონტაჟება, საპირისპირო მხარეს ტრიბუნის აშენება, სადაც განთავსდება გასახდელები. აშენდება კარის უკანა ტრიბუნები.

მცხეთა პარკიდან მოჩანს ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავროს დედათა მონასტერი.

სტადიონის დირექტორი: შოთა კალომლეწავი

ტელეფონი: 599 851000

ელ.ფოსტა: witgeorgia@gmail.com
   
 
 
   
 
   
 
 
 
 errea  FC WIT GEORGIA  ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი  საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  ჩვენი გენერალური სპონსორია ვეტერინარული კომპანია ზოო-პლაზა 30 წლიანი გამოცდილებით ყოველთვის პირველი ვეტერინარიის დარგში
 
 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2020 WitGeorgia.Ge
 
 Facebook